
კალაძე: "ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფიგურაა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში"
"ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფიგურაა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. მან 2012 წელს შემოიკრიბა მოსახლეობის უმრავლესობა და დაამარცხა ქვეყნის მტრები, ის "გლობალური ომის პარტია", რაც წარმოდგენილია საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მან თავისი მტკიცე ხასიათით აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს ინტერესები, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ვისაც ებრძვიან ბიძინა ივანიშვილია", - კახა კალაძე.