"იზოლატორში მოთავსებისას დაკავებული პირის სრული გაშიშვლება კანონით იკრძალება"
"იზოლატორში მოთავსებისას დაკავებული პირის სრული გაშიშვლება კანონით იკრძალება პირდაპირ.
გუშინ გავავრცელე ინფორმაცია ტელეკომპანია პირველის თანამშრომლის მიმართ უკანონო მოქმედებების განხორციელების თაობაზე.
დღეს შსს-ს მინისტრის მოადგილე, ბატონმა ალექსანდრე დარახველიძემ, გააკეთა კომენტარი, რომ "შემოწმება მოიცავს გაშიშვლების კომპონენტსაც. გათვალისწინებულია დაწესებულებაში შესახლების დროს".
მართლაც, ნაწილობრივ გაშიშვლება არა თუ სავალდებულო, აუცილებელიც არის, რომ აღიწეროს დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ პიროვნების სრული გაშიშვლება და იძულება რომ მან გააკეთოს ე.წ. "ბუქნები" არ შეიცავს არცერთ სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელ ქმედებას.
მიმაგრებული ფოტოს სახით - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს 423-ე ბრძანების მე-5 მუხლი" - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.