"ისლამური რესპუბლიკის მაღალჩინოსანი გენერლები თეირანში და მის შემოგარენში მდებარე ღრმა ბუნკერებს აფარებენ თავს"

"ისლამური რესპუბლიკის მაღალჩინოსანი გენერლები თეირანში და მის შემოგარენში მდებარე ღრმა ბუნკერებს აფარებენ თავს"

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის ქმედებებში სასოწარკვეთა შეინიშნება, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ განზრახ, 300-ზე მეტჯერ შეუტიეს სამოქალაქო სამიზნეებს.

„კონფლიქტის დასაწყისში თქვენ ხედავდით დრონებისა და რაკეტების დიდ რაოდენობას, ათეულობით ერთდროულად. ახლა ამას ვეღარ ნახავთ. ახლა ყველაფერი სათითაოდ ან წყვილ-წყვილად ხდება... ჩვენ ვანეიტრალებთ მომავლის საფრთხეს, როგორც დრონების, რაკეტების, ასევე საზღვაო ძალების თვალსაზრისით…

…ისლამური რესპუბლიკის მაღალჩინოსანი გენერლები [ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან] თეირანში და მის შემოგარენში მდებარე ღრმა ბუნკერებს აფარებენ თავს. შეადარეთ ისინი იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ადგილზე არიან და სრულიად დაუცველები დარჩნენ. გენერლები დაცულები არიან, ჯარისკაცები კი - არა.“ - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ბრედ კუპერი.