"ის, რაც დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ხდება თითოეული პატიმრისა და მათი ახლობლების მიმართ, არაფრით არის დაკავშირებული ჰუმანურობასთან"
"შეწყალების აქტი“ თავისი შინაარსით არის სამართალში ყველაზე ჰუმანური ქმედება.
როგორც აქტის შინაარსი, ისე მისი განხორციელების ფორმა სრულად უნდა შეესაბამებოდეს ჰუმანურობის იდეას. სწორედ ამით განისაზღვრება შეწყალების აქტის გამოცემის მიზანიც.
ის, რაც დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ხდება თითოეული პატიმრისა და მათი ახლობლების მიმართ, არაფრით არის დაკავშირებული ჰუმანურობასთან.
ეს არის ნერვების ომი და ადამიანის ემოციებზე თამაში.
საუბარი არ არის მხოლოდ სინდისის პატიმრებზე.
შეწყალების აქტს ელოდება საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებით სხედან ციხეებში.
რაც შეეხება სინდისის პატიმრებს, მოლოდინები არ არსებობს, ვარაუდები - კი.
სინდისის პატიმრების პოზიცია ყველასთვის ცნობილი იყო და არის. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის" - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყაველაშვილმა 159 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა, უცნობია, არიან თუ არა, მათ შორის სინდისის და პოლიტიკური პატიმრები.