ირანში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ირანელი სპორტსმენები ეროვნულ ნაკრებებს ტოვებენ
ირანში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ირანელი სპორტსმენები ეროვნულ ნაკრებებს ტოვებენ.
მათი ნაწილი სოციალურ ქსელში წერს:
"როდესაც გული დაჭრილია და სული დაღლილი, ფეხბურთი ვეღარ ხდება თავშესაფარი" - დაწერა ქალთა საფეხბურთო კლუბ „სეპაჰანის“ მოთამაშემ კოუსარ კამალიმ.
„ამ დღეებში ხალხის გულები უბედურია“ - ამის შესახებ Instagram-ზე ირანელი კალათბურთელი, ბეჰნამ იახჩალი წერს. მისი თქმით, ირანის ეროვნულ ნაკრებს ის დროებით ტოვებს, ვიდრე "გული არ დამშვიდდება". გადაწყვეტილების მიზეზი კი "ხალხისადმი თანაგრძნობაა"
„ირანის გული ტკივილითა და ტანჯვით იწვის“ - დაწერა ქალთა საფეხბურთო კლუბის „გოლგოჰარ სირჯანის“ მოთამაშემ, ზაჰრა ალიზადემ სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ეროვნული ნაკრების დატოვების მიზეზი თანამოქალაქეების მხარდაჭერაა.