ირანსა და აშშ-ის შორის შეტყობინებების გადაცემაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული - CNN
CNN-ის ინფორმაციით, ირანსა და აშშ-ის შორის დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით შეტყობინებების გადაცემაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული. როგორც CNN იუწყება,ამ ქვეყნებს შორის არიან თურქეთი და ეგვიპტე.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რეგიონის რამდენიმე წარმომადგენლისგან მოისმინა გაფრთხილება, რომ ტრამპის მუქარა ირანის ელექტროსადგურებზე თავდასხმის შესახებ მასობრივ შურისძიებას გამოიწვევს, მათ შორის სპარსეთის ყურეში ამერიკელი მოკავშირეების წინააღმდეგ.