"ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე (IRIB) კიბერთავდასხმა განხორციელდა"

"ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე (IRIB) კიბერთავდასხმა განხორციელდა"

ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე (IRIB) კიბერთავდასხმა განხორციელდა. პირდაპირ ეთერში კი,  რამდენიმე წუთის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანელი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვები გადიოდა.

შეფერხების დროს გაუშვეს სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის, ხამენეის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის კადრებიც.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.