"ირანი სრუტეს არ აკონტროლებს. საზღვაო მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს" - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
"ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა ხომალდისთვის, რომელსაც საერთაშორისო წყლით სავალი გზის კანონიერად გავლა სურს. აშშ-ის ძალებს პოზიციები დაკავებული აქვს და მზად არიან ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ირანის უსაფუძვლო აგრესიის, შევიწროების, მუქარისა და თვითნებური განცხადებების მიუხედავად.
ირანი სრუტეს არ აკონტროლებს. საზღვაო მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს" - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე.