
ირაკლი ნადირაძის ადვოკატი: ის თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში
"გავეცანით ბრალის დადგენილებას, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ ის თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. როდესაც გადმოგვეცემა მასალები, შემდგომ გვეცოდინება კონკრეტულად რა მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, ვინ არიან მოწმეები. დაკავებული 5 ადამიანის საჯარო განცხადებები არის მთავარი მტკიცებულებები თითქოს ამ საქმეში" - ირაკლი ნადირაძის ადვოკატი, ირაკლი აბესაძე.