"ინსულინზე დამოკიდებული მენახეთ ყველა ვინც ასე გულგრილად უყურებთ ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ეს სახელმწიფო არაა ეს არის სასაკლაო"
"დღეს ჯანდაცვამ ჩამოგვირეკა და გვითხრა რომ ინსულინს რომელსაც მოიხმარდა ჩემი შვილი ვეღარ ავიღებთ, რადგან მწარმოებელი კომპანია აღარ აწარმოებდა, როცა უთხრა ერთმა მშობელმა გავარკვევ ამ ამბავსო, უი უი უკაცრავად დროებით არის შეზღუდულიო და გადასვლა მოგიწევთ სხვაზე დროებითო, ეს არის სიცრუე, მე სულ ფეხებზე მკიდია ვინ ქოცს დაიჭერენ და ვინ ქოცს მოკლავენ, მე მაინტერესებს ჩემი შვილის ჯანმრთელობა, მაგრამ მთელი დღე ვსაუბრობთ ამათ შემოგდებულ თემებზე ვის მიატანინეს მილიონი და ვინ ქოცი დაიჭირეს, არ მაინტერესებს ეგ საკითხი, შევარდნაძის დროს არ ყოფილა დეფიციტი ინსულინზე, პრეპარატზე რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი შვილების სიცოცხლე, გაწამებულ მშობლებს ყოველ დღე დამატებით ბრძოლა გვიწევს სახელმწიფოსთან რომ შვილები გადავარჩინოთ, ჯერ იყო და რაღაც სენსორები მოგვიყარეს რომელსაც ჩემი შვილი ვერ იყენებს (ხელი დაუჩირქა), მე მიწევს ვიყიდო შავ ბაზარზე სენსორი რომ ვუკონტროლო შაქარი, დეფიციტია საზომ ჩხირებზე და არც ამაზე აქვთ პასუხი როდის იქნება, ჯანდაცვასთან შეკრული ექიმები თამაშობენ ჩვენი შვილების ჯანმრთელობით, საცდელ ვირთხებად გადაგვაქციეს, გვაიძულებენ ჩავბარდეთ ევროპაში შვილებიანად რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, რატომ უნდა უზრუნველყოს ჩემი შვილის ჯანმრთელობა ევროპის გადასახადების გადამხდელმა მაშინ როცა მე მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ და ამათ ვუხდი გადასახადებს, რატომ უნდა გავიხადო თავი დევნილად?
რატომ უნდა ვიხადო ჩემ ჯღან მანქანაში ქონების გადასახადი როცა მილიონებს იპარავენ სხვები? იმიტომ რომ პატიოსნად ვშრომობ? იმიტომ რომ არავისთვის არაფერი მოუპარავს ჩემ ოჯახს ამისთვის ვისჯები? ინსულინზე დამოკიდებული მენახეთ ყველა ვინც ასე გულგრილად უყურებთ ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ეს სახელმწიფო არაა ეს არის სასაკლაო." - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ხუნწარია.