"იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დავინახავთ ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება"
"თუ ნებას მომცემთ, მინდა ვუპასუხო საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას... ასე რომ, რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მართალი ხართ, ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენს არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს.
მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ.
ჩვენ მივიღეთ გარკვეული პოზიტიური პასუხები. ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დავინახავთ ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რაც თქვენ ახლახან აღნიშნეთ, ჩვენთვის არსებულ პრობლემებს წარმოადგენს. მათ გვკითხეს, რა არის საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და, იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით წინსვლას და, შესაძლოა, ტრაექტორიის შეცვლას. არა მხოლოდ ჩვენი საქართველოზე ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც" - ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.