"იმას ვფიქრობთ, რომ რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე?"

"იმას ვფიქრობთ, რომ რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე?"

"ვიღაცები ერთმანეთში თუ ცუდად არიან, ვიღაც თუ ცუდად იქცეოდა, ვიღაცა ცუდად მომექცა, იმის გამო მომავალ თაობას არ უნდა ჰქონდეს წესიერი ცხოვრების საშუალება? დღევანდელ არეულ მსოფლიოში ჩვენ ვერც დამოუკიდებლები ვერ ვიქნებით და სუვერენობას რომ ვიძახით და თავისუფლებას, ვერასდროს ვერ ვიქნებით, თუ არ გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან...კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა ყველა თავისას მიიღებს. ეს რომ გროვდება უფალი მერე უყურებს ხოლმე და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არაეკლესიის წევრი....

ჩვენ ხო სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, თუ არადა მაგალითებით ვნახოთ ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად...

მე ყველას მოვუწოდებ ეკლესიასაც მთავრობასაც. ვფიქრობთ იმაზე, ერთად ვიცხოვროთ და რაღაც ეს დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რომ რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე?! ღმერთს რა უნდა იმაზე ვიფიქროთ... რა გვაქვს ისეთი, რომ ბოლო-ბოლო საქართველო თუ მაინც გვიყვარს, კაი, ღმერთი არ სწამს, არ სწამს, საქართველო თუ მაინც გიყვარს და შვილები გიყვარს, იმ სხვის შვილებმაც რა დააშავეს, დავეხმაროთ ერთმანეთს რომ წესიერად ვიცხოვროთ... " - ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი საკვირაო ქადაგებისას.