"იდეალური მომენტუმის ძიებაში 14 წელი დავკარგეთ და ამასობაში ნაბიჯ-ნაბიჯ დავშორდით ევროპას და დავუახლოვდით წარსულის სიბნელეს"
"დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
დღე, რომელიც ქართველმა ხალხმა თავგანწირვითა და სისხლით მოიპოვა.
ქვეყანა, რომელიც ვერ ეგუება ჩვენი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას, იყო და არის რუსეთის დამპალი იმპერიის მემკვიდრე - ოკუპანტი რუსეთი.
1918 წელს, როდესაც „საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა“, ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, სწორედ მისგან გახდა დამოუკიდებელი.
თუმცა, ისევ უკან გვაბრუნებენ…
იდეალური მომენტუმის ძიებაში 14 წელი დავკარგეთ და ამასობაში ნაბიჯ-ნაბიჯ დავშორდით ევროპას და დავუახლოვდით წარსულის სიბნელეს…
დამოუკიდებლობა ისევ დასაცავია.
სამშობლო, დროშა და ჰიმნი გვაერთიანებს.
გილოცავთ 26 მაისს.
ეს დღე არის ხალხის." - წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე.