"ჰამბურგერს ვუწოდოთ „კოტლეტნიკი“, „კოკოშნიკი“ ან „ლენინგრადული ბუტერბროდი“

"ჰამბურგერს ვუწოდოთ „კოტლეტნიკი“, „კოკოშნიკი“ ან „ლენინგრადული ბუტერბროდი“

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უკვე იყო უცხოურ გავლენასთან ბრძოლის პერიოდი, როდესაც ფრანგულ ფუნთუშას სახელი შეუცვალეს და „ქალაქის ბატონი“ უწოდეს. ჩვენ არ გვჭირდება ამერიკული ფასტფუდის კულტურა „მიაფუჩე-მოაფუჩე“ ყაიდაზე.

შეიძლება ახალ სახელებზე ფიქრი. მაგალითად, ჰამბურგერს ვუწოდოთ „კოტლეტნიკი“, „კოკოშნიკი“ ან „ლენინგრადული ბუტერბროდი“. რა თქმა უნდა, ადამიანები ჩვევებს მყისიერად არ შეიცვლიან, მაგრამ თანდათან ახალი სახელი მოდაში შევა. ბიზნესის გადასაწყობად კი კანონიერი ვადა - მაგალითად, ერთი წელი უნდა მიეცეთ“ - განაცხადა რუსეთის დუმის წევრმა, სერგეი მალინკევიჩმა.