
"გიჭირთ, გსურთ ყველა იყოს დამნაშავე, ასე არ შეიძლება, დაფიქრდით... ხალხი ნუ გგონიათ ბრბო" - მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია
"მომწონს ბრძოლა კორუფციასთან, მომწონს შეუვალობა და პრინციპულობა. მინდა, გამოძიებული იყოს ყველაფერი, ყველასაგან ვინც არ უნდა იყოს იგი და რა თანამდებობაზე არის, თუ იყო. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ რაღაც ვერაა ისე, როგორაც უნდა მას, ვინც ესენი დაიგეგმა...
გიჭირთ, საიდან ვხვდები? რატომ აწერთ ამოღებულ 7 მილიონ შვიდ თუ რამდენიმე პიროვნებას, ეს ამოღებული 7 მილიონი იქნებ ერთს პირს ეკუთვნის ან 6 პირს, რატომ სვრით იმ 6 კაცს თუ იმ ერთს...
გიჭირთ, გსურთ ყველა იყოს დამნაშავე, ასე არ შეიძლება, დაფიქრდით... ხალხი ნუ გგონიათ ბრბო...
წყაროსთან ზის და იკრიბება ხალხი, მიდის მსჯელობა... სადაც აშკარად ჩანს, რომ გიჭირთ... ყველა გზით ცდილობთ, ჯერ სახელი გაუფუჭოთ მათ და შეაგუოთ ხალხი მათ დაჭერას და დაკავებას, ასე იქცეოდა ბოლშევიკები, როდესაც ავტორიტეტების განადგურება სურდა..." - წერს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში.