
„გარდიანმა“ პატიმარი ქალი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წერილი გამოქვეყნა
„გარდიანმა“ პატიმარი ქალი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წერილი გამოქვეყნა. წერილში ამაღლობელი წერს როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე, ისე თავის პროფესიაზე.
„არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს, გააუქმოს ჟურნალისტიკა - პროფესია, რომელსაც 25 წელი მივუძღვენი. ჩემი კოლეგები სასიკვდილო საფრთხეში არიან მხოლოდ იმის გამო, რომ თავიანთ საქმეს აკეთებენ…
ამ ციხის კედლებს გარეთ ხალხი ქუჩაში გამოდის უკვე ცხრა თვეა, უწყვეტად. ევროკავშირის დროშებით ხელში, წყლის ჭავლით გაჟღენთილნი, ცრემლმდენი გაზით დამხრჩვალნი და სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემნი მაინც არ ნებდებიან. მათი სიძლიერე ჩვენი იმედია” - ამონარიდი მზია ამაღლობელის წერილიდან.