
„გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!“ - ლევან ხაბეიშვილი
„გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!“- ამ გზავნილით მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს.
ხაბეიშვილის გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.
"ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე, არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან და ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა ადამიანი იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება" - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.