"გაიმართა უკრაინა-NATO-ს საბჭოს შეხვედრა. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი სწორედ უკრაინაში იმყოფება"
„დღეს უკრაინაში მარკ რუტე და NATO-ს ყველა წევრი სახელმწიფოს ელჩები იმყოფებოდნენ. გაიმართა უკრაინა-NATO-ს საბჭოს შეხვედრა. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი სწორედ უკრაინაში იმყოფება მას შემდეგ, რაც რუსები ცდილობდნენ ჩვენი პარტნიორების უკრაინიდან გამოდევნას და საელჩოების შეშინებას. შედეგი - ძალიან სიმბოლური შეხვედრაა კიევში და ამ შეხვედრის მთავარი სიგნალია: უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, დავუჭიროთ მხარი უფრო მეტად. და განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ანტიბალისტიკური თავდაცვა.
არსებობს პარტნიორების გადაწყვეტილება ახალი შენატანების შესახებ PURL-ის პროგრამაში – ეს ივნისში იქნება და დაგვეხმარება. მაქსიმალურად ვუბიძგებთ ევროპას საკუთარ ანტიბალისტიკურ სისტემებზე მუშაობისკენ – საჭიროა, რომ ევროპას ჰქონდეს თავისი სისტემები, თავისი რაკეტები თავის დასაცავად. ევროპაში ანტიბალისტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობა არსებობს. საიმისოდ, რომ წარმოება დაიწყოს – ასევე არის ყველა პირობა. საჭიროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მაქსიმალურად სწრაფად ამუშავდეს.
მე მადლობელი ვარ თითოეული ქვეყნის, რომელიც ჩვენთან ერთადაა ამ ამოცანის შესრულებაში: ესენია საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია, დანია, შვედეთი, იტალია და სხვა. ევროპა რეალურად გახდება უფრო ძლიერი, როდესაც ეს შედეგი დადგება. არა თუ, არამედ როდესაც. და ეს იქნება, თუმცა დროს დიდი მნიშვნელობა აქვს და საჭიროა უფრო ოპერატიულად მოქმედება. ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტი – უკრაინას აქვს მოწვევა, ჩვენ იქ წარმოდგენილნი ვიქნებით. მთავარია, რომ სამიტი უკრაინისთვის შედეგიანი გახდეს. ანტიბალისტიკური თავდაცვა ერთ-ერთი ასეთი პოტენციური შედეგია" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.