"გააჩერეთ პროპაგანდის გიგანტური მანქანა, რომელიც ყოველ დღე, საქართველოს მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა"

"გააჩერეთ პროპაგანდის გიგანტური მანქანა, რომელიც ყოველ დღე, საქართველოს მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა"

"სინამდვილეში ძალიან მარტივია. იმისთვის, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყანა გახდეთ, თქვენ უნდა - უ ნ დ ა - ასახოთ ევროკავშირის კანონმდებლობა თქვენს კანონმდებლობაში. საქართველო ამ გზას ადგა. შემდეგ შეწყვიტა და ახლა იღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.

ამდენად - შეწყვიტეთ კანონმდებლობის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. გააგრძელეთ კანონმდებლობის მიღება, რომელიც თავსებადია ევროკავშირთან. ეს არის გზა. და მეორე აშკარა ნაბიჯია - გააჩერეთ პროპაგანდის გიგანტური მანქანა, რომელიც ყოველ დღე, საქართველოს მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა, როგორი არამიმზიდველი, უსამართლო, ძალადობით სავსე, ცდილობს გადატრიალება მოაწყოს საქართველოში - ეს ყველაფერი სიცრუეა და შეუძლებელია იმ ორგანიზაციის წევრი გახდეთ, რომელსაც ყოველ დღე საშინელს უწოდებთ" - გერმანიის ელჩ საქართველოში, პეტერ ფიშერ BMG-ის კითხვაზე: „რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ ევროკავშირთან ისევ დაახლოვდეს