Financial Times-ის ცნობით, ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმებული გარიგება, რომელიც აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტს ითვალისწინებდა, შესაძლოა ჩაიშალოს

Financial Times-ის ცნობით, ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმებული გარიგება, რომელიც აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტს ითვალისწინებდა, შესაძლოა ჩაიშალოს

Financial Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეთანხმებული გარიგება, რომელიც აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტს ითვალისწინებდა, შესაძლოა ჩაიშალოს.

ამერიკისკენ მიმავალი რუსული საწვავით დატვირთული სამი ტანკერიდან ორმა, რუსულმა Talisman-მა და ჰონგ-კონგური კომპანიის კუთვნილმა Leruo-მ - კურსი უკვე შეცვალა. 2 ნოემბერს Leruo ბრაზილიისკენ გაემართა, ხოლო Talisman-ი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და ალჟირის სანაპიროსთან სიგნალს „ბრძანების მოლოდინში“ გადასცემს. ეს მიუთითებს, რომ ტვირთს დადასტურებული მყიდველი ან დანიშნულების პორტი არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ორივე გემი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება.

მესამე ტანკერი Agioi Fanendes-ი ამ დრომდე აშშ-ისკენ მიემართება და ნიუ-იორკში უქმეებზე ელოდებიან, თუმცა ისიც სიგნალს „ბრძანების მოლოდინში“ გადასცემს. ანალიტიკოს მეთ სმიტის განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი რისკების გამო ამერიკელი მყიდველები სიფრთხილეს იჩენენ, რის გამოც შესაძლოა ამ გემმაც შეცვალოს მარშრუტი. პარალელურად, აშშ-ის ატლანტიკის სანაპიროსკენ მიემართება კიდევ ერთი სანქცირებული ტანკერი Beast-ი, რომელიც 27 ოქტომბერს პრიმორსკის პორტში დაიტვირთა.