Financial Times-ის ცნობით, აშშ ევროპაში ბირთვული შეიარაღების განთავსების გაფართოებას განიხილავს
Financial Times-ის ცნობით, აშშ ევროპაში ბირთვული შეიარაღების განთავსების გაფართოებას განიხილავს. გამოცემის ცნობით, ეს იქნება აშშ-ის მცდელობა დაარწმუნოს NATO-ელი მოკავშირეები, რომ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები რეგიონში არ შესუსტებულა.
გამოცემა წერს, რომ კონფიდენციალური დისკუსიები NATO-ს ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ყველაზე დიდ ინტერესს რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ევროპული ქვეყნები გამოთქვამენ.