"ევროკავშირმა უნდა გაავრცელოს სანქციები"

"ევროკავშირმა უნდა გაავრცელოს სანქციები"

"პოლიტიკური თამაშების დრო არ არის, ჩვენ მართლა უნდა ვიბრძოლოთ კანონის უზენაესობისთვის ამ ქვეყანაში! რეჟიმი მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საშუალებით, ისევე როგორც რუსეთი.

ამიტომ ევროკავშირმა უნდა გაავრცელოს სანქციები არა მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიაზე, არამედ იმ ხალხზე, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე.

ქართველი ერი იმსახურებს კარგ და სტაბილურ მომავალს და ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს მას" - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროდეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკა.