"ეს ყველაფერი პუტინის ოცნების გეგმას ჰგავს“

"ეს ყველაფერი პუტინის ოცნების გეგმას ჰგავს“

"ევროპა თავისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისისკენ მიექანება. მსოფლიო სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ევროპა დიდ საფრთხეშია. ერთადერთი გამოსავალი რუსულ ენერგოპროდუქტებზე დაწესებული სანქციების გაუქმებაა. დაუყოვნებლივ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე. ომის გაჩაღების ნაცვლად, გიყვარდეს და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ" - განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: "NATO-ს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება, ევროპაში მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და კიევისთვის სესხის დაბლოკვა ორბანის მიერ - ეს ყველაფერი პუტინის ოცნების გეგმას ჰგავს“.