"ეს მნიშვნელოვანი შედეგია. მადლობა"
"ჩვენმა მეომრებმა წუხელ რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 700 კილომეტრშია, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი "სანქციები" [დარტყმები] გამოიყენეს. ეს მნიშვნელოვანი შედეგია. მადლობა! ასევე დაზიანდა როსტოვისა და კიროვის რეგიონები და კასპიის ზღვის სამხედრო ბაზა.
უკრაინის თავდაცვის ძალები ასრულებს შორ მანძილზე მოქმედ ამოცანებს ამგვარი "სანქციების" გეგმის დამტკიცებული პრიორიტეტების შესაბამისად. ამ კვირის განმავლობაში მიზნები ასევე მიღწეულ იქნა იაროსლავლის, რიაზანის, ვორონეჟის, ვოლგოგრადის, როსტოვის, ნოვგოროდის, ნიჟნი ნოვგოროდისა და კრასნოდარის რეგიონებში, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 300-დან 1 200 კილომეტრამდე მანძილზე.
უკრაინის შეიარაღებულო ძალებო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურო, ჩვენო დაზვერვავ - გმადლობთ!" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.