„ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს"

„ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს"

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დრონის ჩამოვარდნას რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლო ესკალაციას უწოდებს.

„ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს. რუმინეთი საერთაშორისო სამართლისა და მისი საჰაერო სივრცის ამ სერიოზული დარღვევის საპასუხოდ აუცილებელ დიპლომატიურ ზომებს მიიღებს…

…რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრესორ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც უკანონო ომს აწარმოებს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება რეგიონული უსაფრთხოებისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ფედერაცია პირდაპირ პასუხისმგებელია ამ სერიოზულ და უპასუხისმგებლო ქმედებებზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო დრონი, რომელიც უკრაინაში ინფრასტრუქტურის დაბომბვაში მონაწილეობდა, გალაცში ჩამოვარდა. ინციდენტმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარი გამოიწვია. დაშავდა ორი ადამიანი.