"ეს არის მაგალითი იმის, როდესაც ქვეყანა განსაცდელში დგას, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა"
"ეს არის უნიკალური შეთანხმება იმიტომ, რომ დიამეტრალურად განსხვავებული წარსულის მქონე პარტიები, რომლებსაც საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებზე, შეიკრიბნენ, მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსთვის, რომელსაც ოპოზიციის ალიანსი ჰქვია.
ეს არის მაგალითი იმის, როდესაც ქვეყანა განსაცდელში დგას, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი" - "თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ბაკურ კვაშილავა ოპოზიციის ალიანსის შექმნის შემდეგ.