"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება ყოველთვის ერთიანობის მომხრე..."
"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც შეძლო ერთად დგომა. ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი, ასევე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით...
გასაგებია, რომ არსებობს ჩვენს შორის განსხვავებები, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება ყოველთვის ერთიანობის მომხრე...
დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი, გადადგმული იმ მთავარი მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებრივ დაკვეთას" - ენმ-ის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ოპოზიციის ალიანსის შექმნის შესახებ.