"ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს" - 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის დედა, ნინო სიხარულიძე
"ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს" - წერს სოციალურ ქსელში კლინიკაში გარდაცვლილი 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის დედა, ნინო სიხარულიძე.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.
ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა. კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.