"დიდმა ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა პირდაპირ ამოიღოს მიზანში რეჟიმის აღნიშნული ხელშემწყობები: გაყინოს მათი აქტივები"

"დიდმა ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა პირდაპირ ამოიღოს მიზანში რეჟიმის აღნიშნული ხელშემწყობები: გაყინოს მათი აქტივები"

„დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესოს ქართული ტელეარხებს, „იმედს“ და „პოსტ ტვ-ს“ რუსეთის ომის მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელების გამო, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია. ეს მიანიშნებს იმის აღიარებაზე, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა გავლენის ოპერაციებმა პირდაპირი როლი ითამაშა საქართველოს ძნელად მოპოვებული დემოკრატიის დემონტაჟში.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. რეჟიმის ხელშემწყობთა მცირე ჯგუფი საქართველოს კლეპტოკრატიისკენ მიაქანებს. ამ პროცესში ქვეყანა სულ უფრო მეტად შეჰყავთ პუტინის გავლენის სფეროში და სანქციები ამ რეალობას უნდა ასახავდეს.

დიდმა ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა პირდაპირ ამოიღოს მიზანში რეჟიმის აღნიშნული ხელშემწყობები: გაყინოს მათი აქტივები, შეუზღუდოს წვდომა ბრიტანულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე და უზრუნველყოს, რომ მათ ვერ შეძლონ ლონდონის გამოყენება პირადი უსაფრთხო ნავსაყუდლად ან დამზღვევად, როდესაც მათ საბოლოოდ მოუწევთ პასუხისგება“ - (პუბლიკა) აცხადებს Transparency International UK-ის პოლიტიკის დირექტორი, დუნკან ჰეიმსი.