"დიდხანს ვეძებდი ბიჭს, რომელიც ჩემზე თავდასხმის კადრებში ჩანს, დასისხლიანებულს ძმასავით რომ მიხუტებს, მამშვიდებს, წყალს მაწვდის"

"დიდხანს ვეძებდი ბიჭს, რომელიც ჩემზე თავდასხმის კადრებში ჩანს, დასისხლიანებულს ძმასავით რომ მიხუტებს, მამშვიდებს, წყალს მაწვდის"

21-11-2025 Views 29

"დიდხანს ვეძებდი ბიჭს, რომელიც ჩემზე თავდასხმის კადრებში ჩანს, დასისხლიანებულს ძმასავით რომ მიხუტებს, მამშვიდებს, წყალს მაწვდის და სასწრაფომდე მივყავარ...

საავადმყოფოში ეს ვიდეო რომ ვნახე, არ ვიცოდი ვინ იყო და მინდოდა მომეძებნა, მადლობა პირადად გადამეხადა.

რეაბილიტაციის შემდეგ, როცა რუსთაველზე დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ის ბიჭი ხალიბეგ მაგამედოვი იყო.

არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე მადლიერება, რომელსაც ხალიბეგის მიმართ ვგრძნობ, მაგრამ ზოგჯერ ერთ მარტივ სიტყვასაც აქვს ძალა, როცა ის ძალიან გულწრფელია.

მადლლობა, ხალიბეგ!

მადლობა, რომ მარტო მე კი არა, კიდევ ბევრს ეიმედები რუსთაველზე და მადლობა, რომ ერთგული ხარ მოწოდების: "ბრძოლა ბოლომდე! - წერს ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში.