"დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა"
„საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ერთ პირს ასევე ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 94.7911 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და 0,4251 გრ. „ალფა პვპ“, რომელთა ნაწილიც რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები, ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს.“ - პროკურატურა.