"დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, რათა მოლაპარაკებებში ნაკლებად ხელსაყრელ პოზიციაში არ აღმოჩნდნენ"

"დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, რათა მოლაპარაკებებში ნაკლებად ხელსაყრელ პოზიციაში არ აღმოჩნდნენ"

"თუ ვინმეს მოლოდინი ჰქონდა, რომ უკრაინას, ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნებოდა, ეს ნამდვილად გულუბრყვილობას წარმოადგენდა.

ფაქტი, რომ უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა უკვე დიდი წარმატებაა...

[პუტინს] ჯერ კიდევ მაქსიმალისტური მიზნები აქვს, რომელიც უკრაინაზე შეზღუდვების დაწესებას და უკრაინის მომავალს, კერძოდ მის ტერიტორიებს ეხება. ამიტომ, რუსეთზე პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, რათა მოლაპარაკებებში ნაკლებად ხელსაყრელ პოზიციაში არ აღმოჩნდნენ" - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა.