"დიდი ხნის წინ რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც"
„მე დავთვალე, სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანხმება, რომლითაც რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გავუზიარე დოკუმენტი, სადაც მოცემულია ის დათმობები, რომლებიც უნდა ვიხილოთ რუსეთის მხრიდან. ეს უნდა განვიხილოთ, მაგრამ პირველი პუნქტი თუ იქნება, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებებით უკვე აღებული ვალდებულებები, ეს ასევე შეეხებოდა იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც მოახდინეს და, საიდანაც უნდა გაიყვანონ ჯარები“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.