
„დღეს ვნახე ნინო დათაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა რთულია. უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება"
„დღეს ვნახე ნინო დათაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა რთულია. უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, საერთოდ მოძრაობა. ნინოს მდგომარეობის გართულება გამოიწვია სწორედ უკანონო პატიმრობამ და ციხის პირობებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ციხეში მოხდა მისი შედარებით, ადაპტირებულ საკანში გადაყვანა და ცდილობენ ხელშეწყობას, ციხის პირობებში მისი გამოჯანმრთელება ფაქტობროვად, შეუძლებელია. რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ადამიანის წამება და ეს აბსურდული წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს, რომ ნინომ შეძლოს მკურნალობა კლინიკის და რეაბილიტაცია სახლის პირობებში!“ - წერს სოციალურ ქსელში მარიკა არევაძე.