"დღეს ვაშინგტონში სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან მასშტაბური შეხვედრა გვქონდა. შეხვედრას 60-ზე მეტი სენატორი ესწრებოდა"
"დღეს ვაშინგტონში სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან მასშტაბური შეხვედრა გვქონდა. შეხვედრას 60-ზე მეტი სენატორი ესწრებოდა. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის და ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრების შედეგებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმებზე უკრაინის სამართლიანი პასუხის უნარის მაღალი შეფასებისთვის.
სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც სენატორ ლინდსი გრემს ვემშვიდობებით, სენატმა ჩაატარა პროცედურული კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე, რომელზეც ის ამდენს შრომობდა.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ხმების დათვლის პროცესზე დასწრება. კანონპროექტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა. ეს პირველი ნაბიჯია ლინდსის გეგმების განსახორციელებლად და, რა თქმა უნდა, ნაბიჯი მშვიდობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტრუმენტმა იმუშაოს“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.