„დღეს ქუჩებში ერთმანეთის პირისპირ დგას რამდენიმე წლით განსხვავებული ორი თაობა" - სააკაშვილი
„დღეს ქუჩებში ერთმანეთის პირისპირ დგას რამდენიმე წლით განსხვავებული ორი თაობა, რომელსაც ზოგიერთი "მიშას თაობას" ეძახის (თუმცა თვითონ თვლიან და ალბათ სწორედაც, რომ საკუთარი თავის თაობა არიან)
ისინი არიან ლაღები, თავისუფლები, ლამაზები, ძალიან ინდივიდუალურები, კრიტიკული აზროვნებით, გრძნობენ მსოფლიო რიტმს, იციან უცხო ენები, კარგად არტიკულირებენ, არავის ავტორიტეტს ბუნებრივად არ ცნობენ, ვინაიდან თვითონ არიან თავისი თავის უფროსები.
მათ თავგადაკვლით უყვართ საქართველო და არიან ძალიან მამაცები, მეორეს მხრივ, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანს, მასობრივად გამოყარეს ქუჩაში პოლიციის ფორმაში ჩაცმული 18-21 წლის უმწიფარი არსებები, "შპანა" რომელთა ლექსიკონი რამდენიმე ათეული სიტყვით შემოიფარგლება, აზრზე არ არიან რა ხდება სამყაროში, არცერთ უცხო ენას არ ფლობენ. მათთვის მორალი შემოიფარგლება უფროსის ბრძანებით, მაღალ მატერიებზე საუბარი ღმერთის ხსენებით, თუმცა კი ემსახურებიან ღვთის აქტიურ მოძულეს.
ისინი არიან დაუნდობელი გაწვრთნილი ქოფაკებივით, რომელთაც აქსევენ ყველას, ვინც რეჟიმს ეწინააღმდეგება. აქაც ციხეში ყველაზე შუშისთვალება და უგულოები არიან, მათთვის ჩვენ მტრები ვართ. ჩვენთვის ისინი დაკარგული თაობა.
პირველები იმ რეფორმების დროს გაიზარდნენ, როცა თბილისი მეიდანზე ცეკვავდა ამერიკის პრეზიდენტი, ახალი ქალაქები შენდებოდა. განათლება გადავიდა ევროპულ სტანდარტებზე, იყვნენ ამერიკელი მასწავლებლები, იყო მერიტოკრატია, ქვეყანაში მუშაობდა სოციალური ლიფტი და ხელისუფლება არჩევნებით იცვლებოდა. როცა ქვეყანამ კურსი აიღო დასავლეთზე და დასავლეთიც შემოვიდა ჩვენთან.
მეორე ჯგუფი გაიზარდა ბირჟებზე, ნეპოტიზმის და კანონიერი ქურდების მობრუნების, კორუფციის სრული გაბატონების პირობებში მათთვის მენტალობა უტოლდება "ქართულ ჯიგრულ პონტს"
მათ მოძღვარმა ასწავლა, რომ ღმერთი კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ბიძინასადმი მორჩილება მართლა მთავარია. მათ ჩადებული აქვთ ტვინში ხრახნებით "სისხლიანი 9 წელი" და მათთვის მეორე მხარეს მდგომი ახალგაზრდები არიან ღვთისმგმობები, უსამშობლო "ელჭიპიტები", მტრები.
ისინი მზად არიან კანონის სახელით, ფორმას ამოფარებულებმა დაარბიონ, იძალადონ და თუ დაავალეს, მოკლან კიდეც.
თუ მიშას თაობა - ეს ამაყი თვითკმარი პიროვნებები არიან, რომლებიც თავს რაღაც დიდის ნაწილად თვლიან და მეორე ჯგუფი არის უნიჭოთა და უმეცართა აგრესიული ხროვა.
შეუძლებელია, რომ ამ ხროვამ დაამარცხოს გონიერი გაბედული ადამიანები.“ - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.