"დაპირისპირებულია ქართველი ხალხი პოლიტიკურად, რელიგიურად, ეკლესიურადაც და ყველანაირად. ეს შერიგება უნდა მოხდეს"

"დაპირისპირებულია ქართველი ხალხი პოლიტიკურად, რელიგიურად, ეკლესიურადაც და ყველანაირად. ეს შერიგება უნდა მოხდეს"

"ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოსთხოვს საზოგადოება. და არამარტო საზოგადოება, მსოფლიო, სახელმწიფო, პოზიციაც და ოპოზიციაც. ამიტომ არის ძალიან რთული და უამრავი პრობლემებია. ამ ყველაფრის გადალახვა მოუწევს მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს. ჩვენც, ეპისკოპოსებს, მაგრამ იმდენი დაწოლა არ იქნება ჩვენზე, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე.

ისეთი მძიმე დრო არ ყოფილა საქართველოში, როგორიც დღეს არის. დაპირისპირებულია ქართველი ხალხი პოლიტიკურად, რელიგიურად, ეკლესიურადაც და ყველანაირად. ეს შერიგება უნდა მოხდეს აუცილებლად. და შერიგება მხოლოდ მოხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის გულში ჩასახლდება ღმერთი. ღმერთის გარეშე ადამიანები ვერ შეურიგდებიან ერთმანეთს..." - განაცხადა საკვირაო ქადაგებისას შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა.