დაპატიმრებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ, ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი გამოძიების ქვეშ გაათავისუფლეს
დაპატიმრებიდან თითქმის 12-საათის შემდეგ, ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი გამოზიების ქვეშ გაათავისუფლეს.
ინფორმაციასა და ფოტოებს Sky News ავრცელებს და წერს, რომ გამოძიება გრძელდება
მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა, ყოფილი პრინცი ენდრიუ ეპსტეინის ფაილების გამოძიების ფარგლებში თავის რეზიდენციაში, საკუთარ დაბადების დღეზე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, პრინცმა უფლებამოსილებას გადაამეტა და ეპსტეინს საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა. ამ საკითხს გამოეხმაურა მეფე ჩარლზიც და განაცხადა, რომ კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.