"დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - პროკურატურა
„საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, ნარკოტიკული საშუალებები 592,07 გრ. „მდმა“, 761,8 გრ. კლეფედრონი და 382,2 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - პროკურატურა.