"დაკავებულია უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე. მათ შორის არიან - ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის და კუბის მოქალაქეები.“ - შსს

"დაკავებულია უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე. მათ შორის არიან - ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის და კუბის მოქალაქეები.“ - შსს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე. მათ შორის არიან - ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის და კუბის მოქალაქეები.“ - შსს.