"დადგა დრო, რუსმა მმართველებმა გადადგან რეალური ნაბიჯები მათივე ომის დასასრულებლად"

"დადგა დრო, რუსმა მმართველებმა გადადგან რეალური ნაბიჯები მათივე ომის დასასრულებლად"

„დღეს უკრაინის მიმართ არ ყოფილა არც ერთი ოფიციალური მომართვა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის იმ ფორმატის შესახებ, რაზეც ინფორმაცია რუსულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუდარებლად უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის ზეიმი. აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ „სიჩუმის რეჟიმს“, რომელიც ძალაში შევა 5-დან 6 მაისის ღამის 00:00 საათიდან.

იმ დროში, რაც ამ მომენტამდეა დარჩენილი, სრულიად რეალისტურია ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა. მითითებული მომენტიდან ჩვენ ვიმოქმედებთ სარკისებურად.

დადგა დრო, რუსმა მმართველებმა გადადგან რეალური ნაბიჯები მათივე ომის დასასრულებლად, თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე მიიჩნევს, რომ მოსკოვში აღლუმს უკრაინის კეთილი ნების გარეშე ვერ ჩაატარებს“ - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.