"დაასრულეთ უკვე ეს სასაკლაო. მთელი მსოფლიო ელოდება ამას“

"დაასრულეთ უკვე ეს სასაკლაო. მთელი მსოფლიო ელოდება ამას“

რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი კანის კინოფესტივალზე სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.

„ის არ იყენებს VPN-ს, რომ ეს ცერემონია პირდაპირ ეთერში ნახოს, შესაძლოა სხვა მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს. მილიონობით ადამიანი ფრონტის ხაზის ორივე მხარეს მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს, რომ საბოლოოდ შეწყდეს ადამიანების მკვლელობა.

ერთადერთი ადამიანი კი, ვისაც ამ ხორცსაკეპის შეჩერება შეუძლია თქვენ ხართ, ბატონო პრეზიდენტო. დაასრულეთ უკვე ეს სასაკლაო. მთელი მსოფლიო ელოდება ამას“. - მიმართა მან პუტინს.