"და დაიწყო დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა..."

"და დაიწყო დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა..."

"და დაიწყო დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა, დღეს დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას, 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ტროტუარზე დგომით შემიქმნია დაბრკოლება/შეფერხება ხალხისთვის, რითაც დაირღვა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე ქვეპუნტის მოთხოვნები.

ეს არის პირველი პრეცენდენტი, ჯერ აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა, არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული, მოკლედ, 25 დეკემბერს 11 საათზე ჩამინიშნეს პროცესი მოსამართლე ზვიად ცეკვავასთან, 41-ე დარბაზში(რა სიმბოლურია), ბრძოლა გრძელდება. ამ უსუსური ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ და ვერც შეგვაჩერებენ. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ" - წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, ანი ახმეტელი სოციალურ ქსელში.