"ჩვენთან თქვენი ვაჭრობის 80 პროცენტი ტარიფებისგან გათავისუფლდება"
"წარვადგენთ წინადადებას ე.წ. ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის თითქმის 80 პროცენტის ლიბერალიზაციას მოახდენს.
შედეგად, ჩვენთან თქვენი ვაჭრობის 80 პროცენტი ტარიფებისგან გათავისუფლდება" - განაცხადა ერევანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.