"ჩვენი სამხედროები უკრაინის დროებით ოკუპირებულ მიწაზე და თავად რუსეთის ტერიტორიაზე ანადგურებენ იმას, რაც მუშაობს რუსულ ომზე"

"ჩვენი სამხედროები უკრაინის დროებით ოკუპირებულ მიწაზე და თავად რუსეთის ტერიტორიაზე ანადგურებენ იმას, რაც მუშაობს რუსულ ომზე"

"არის ოკუპანტის ძალიან საგრძნობი დანაკარგები ჩვენს მიწაზე, რომელიც ახლა რუსული დროშის ქვეშაა. რუსული სამხედრო ლოგისტიკა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ თავად ოკუპანტების ყოფნა უკიდურესად გართულებულია. და ეს არის სწორი სიგნალი რუსეთისთვის. სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ნამდვილად არ გამოუვა დაუსჯელად და მარტივად მოიპაროს უკრაინელი ხალხისა და ნებისმიერი სხვა იმ ხალხის მიწა, რომლებსაც ახლა რუსული ამბიციები ემუქრება. ჩვენი ოპერაცია, კერძოდ ყირიმთან დაკავშირებით, ზუსტად არის გათვლილი, და ის, თუ როგორ მიმდინარეობს ოპერაცია, აბსოლუტურად ამტკიცებს: თუ უკრაინას გაუჩნდება ზუსტად ის, რაზეც ჩვენ პარტნიორებთან G7-ის ფარგლებში ვისაუბრეთ – და ეს პარტნიორების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, – ჩვენ ოპერატიულად უზრუნველვყოფთ ისეთ პირობებს, როცა რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობა აირჩიოს.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების დადებითი პასუხის. მათ ზუსტად იციან, რაზეა საუბარი. ახლა ჩვენი სამხედროები უკრაინის დროებით ოკუპირებულ მიწაზე და თავად რუსეთის ტერიტორიაზე ანადგურებენ იმას, რაც მუშაობს რუსულ ომზე, იმას, რაც საერთოდ შესაძლებელს ხდის ამ ომსა და რუსეთის აგრესიას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.