"ჩვენი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მშვიდობა შესაძლებელი იყოს"
„მოლაპარაკებებში პაუზა იყო და დროა, ეს დასრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად შინაარსიანი იყოს. უკრაინის გუნდი - მომლაპარაკებელთა ჯგუფის პოლიტიკური ნაწილი - უკვე გზაშია და ამ შაბათს შეერთებულ შტატებში შეხვედრას ველით.
დეტალურად განვიხილეთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები უმეროვთან, კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს სერგეი კისლიცაც. ჩვენი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მშვიდობა შესაძლებელი იყოს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ამის მიღწევაში“, - ვოლოდიმერ ზელენსკი.