"ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება"
"ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება. სისტემა, რომელიც პოსტფაქტუმ კი არ რეაგირებს, არამედ საფრთხეს მისი მოახლოებისას ანადგურებს. მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი გამოცდილება საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც უკრაინას.
2025 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100 000-მდე „შაჰედის“ და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მტრის თავდასხმებმა ათობით კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ასობით საცხოვრებელი შენობა გაანადგურა და დააზიანა და მსხვერპლი გამოიწვია.
თავდასხმების რაოდენობა იზრდება - მტერს სურს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და უკრაინის სიბნელეში ჩაძირვა“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა.