"ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ“ - ნეთანიაჰუ ირანზე
„ისრაელი არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც ახლა. კავშირი შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო. თუ ირანის რეჟიმი დაუშვებს თავის ისტორიაში, შესაძლოა, ყველაზე სერიოზულ შეცდომას და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში გამართულ დებატებზე.