„ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას რუსულ დარტყმებზე"
„ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას რუსულ დარტყმებზე. ეს იყო სწორედ ამერიკის წინადადება: დიპლომატიური მცდელობებისა და ასეთი ცივი ზამთრის პირობებში შეწყვეტილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე. ეს იყო პირადი თხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას ბალისტიკური იარაღის გამოყენების რეკორდით უპასუხა. იმ ერთი კვირიდან, რომლის შესახებაც რუსეთს სთხოვეს, არასრული ოთხი დღე გავიდა. ეს მეტყველებს ყველაფერ დანარჩენზეც, რასაც რუსეთი გვპირდება ან კიდევ შეიძლება დაგვპირდეს. თუ ისინი სიტყვას ახლავე არ ასრულებენ, მაშინ რას უნდა ველოდოთ მომავალში?
ისინი ამ ომამდეც ცრუობდნენ და სრულმასშტაბიანი ომიც რუსეთმა ისე დაიწყო, რომ ცდილობდა ყველა მოეტყუებინა თავისი განზრახვებისა და უკრაინის შესახებ. ახლაც კი - ასეთ დეტალებში, ამერიკასთან ასეთ შეთანხმებებში - კვლავ რუსული სიცრუეა. მოსკოვში ისინი გამოუსწორებელნი არიან. მათ სურთ სწორედ სიცივით ისარგებლონ, რადგან თავიანთი იერიშებით ჩვენს, უკრაინის დამორჩილებას ვერ ახერხებენ. რუსეთის ფსონს ომზე მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.