"ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას”
„ევროპა მჭიდროდ ჩაერთვება ამ პროცესში E5 + (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი) ევროკავშირის ფორმატის მეშვეობით. ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას” - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.